Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ასაკი გაახალგაზრდავდა

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ასაკი გაახალგაზრდავდა

25/09/2020 07:13:48 საზოგადოება

საქართველოში, აჭარაში კორონავირუსისგან 27–ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ აცნობა.

ინფიცირებული კაცი ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 54 წლის კაცი, რომელიც გარდაიცვალა, საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილება.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს, 10:00 საათზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც საქართველოში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. კერძოდ, უკანასკნელ შემთხვევამდე ახალი ტიპის ვირუსისგან გარდაცვლილებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ასაკის 58 წლის ქალი იყო. ის აპრილში გარდაიცვალა.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 165 აჭარაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S