საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
25/09/2020 07:04:29 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 265 პირს დაუდასტურდა, 55 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პირი განიკურნა, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 265 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 663 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.
ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.
განახლება
საქართველოს რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
აჭარა–165
იმერეთი–27
კახეთი – 6
თბილისი – 43
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 6
სამცხე ჯავახეთი – 4
ქვემო ქართლი–3
შიდა ქართლი – 2


