Accentnews.ge
CDC –ს განახლებული პროგნოზით, 17 ოქტომბრამდე კორონავირუსი აშშ–ში 226 000–მდე ადამიანს იმსხვერპლებს

CDC –ს განახლებული პროგნოზით, 17 ოქტომბრამდე კორონავირუსი აშშ–ში 226 000–მდე ადამიანს იმსხვერპლებს

25/09/2020 06:09:50 მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განახლებული პროგნოზით, 17 ოქტომბრამდე ახალი კორონავირუსი ქვეყანაში 226 000–მდე ადამიანს იმსხვერპლებს. შესაბამისი ინფორმაცია CDC–მ დღეს გაავრცელა.

ქვეყანაში Covid-19–ის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დადასტურდა და ვირუსი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ პირველი შემთხვევის დაფიქსირებდან 98 დღეში აშშ–ში უკვე 1 მილიონი კოვიდ–ინფიცირებული იყო. კიდევ 43 დღეში – 2 მილიონი და კიდევ 27 დღის შემდეგ – 3 მილიონი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 200 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 7 000 000–ზე მეტი შემთხვევა.

აშშ Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 987 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 32 420 000–ზე მეტი ადამიანი, 23 935 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S