Accentnews.ge
Facebook-მა რუსეთში შექმნილი ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომელთა სამიზნეს საქართველოც წარმოადგენდა

Facebook-მა რუსეთში შექმნილი ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა, რომელთა სამიზნეს საქართველოც წარმოადგენდა

25/09/2020 05:23:58 მსოფლიო, საზოგადოება

Facebook-მა ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც, კომპანიიც ცნობით, რუსეთშია შექმნილი.

Facebook-ის განცხადებით, „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში.

როგორც Facebook-ში აცხადებენ, ყალბი ანგარიშებისა და გვერდების სამიზნე ქვეყნებს შორის არიან სირია, უკრაინა, თურქეთი, იაპონია, სომხეთი, საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

"ყალბი კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ", – აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ "Facebook-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ყალბი ანგარიშები და გვერდების უკან მდგომი პირები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან არიან კავშირში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S