Accentnews.ge
ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ აშშ-ში არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდება

ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ აშშ-ში არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდება

25/09/2020 05:02:44 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ აშშ-ში არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდება.

„ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები კეთილსინდისიერად ჩატარდეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შესაძლებელია. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ეს ამ სიტუაციაში. მილიონობით ბიულეტენი, რომელიც არ მოუთხოვიათ, ფოსტით ეგზავნება ამომრჩევლებს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის არჩევნების ლეგიტიმურობა შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამის მიზეზად ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურას ასახელებს. მისი თქმით, ხმის მიცემის ამგვარი წესი თაღლითობის საფრთხეს აჩენს.

თავის მხრივ დემოკრატები და ტრამპის ოპონენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის გამოყენებას მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგებს ცნობს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა კეილი მაკენანიმ გააკეთა. მისი განცხადებით, ტრამპს სურს, რომ ფოსტით ხმის მიცემა მასობრივად არ მოხდეს.

„პრეზიდენტი მიიღებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგს. მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეკითხვა „დემოკრატებს“ უნდა დაუსვათ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი არ აღირებენ შედეგებს. პრეზიდენტს სურს, რომ ფოსტით ხმის მიცემა მასობრივად არ ხდებოდეს და არა იმიტომ, რომ ეს რომელიმე მხარეს აძლევს ხელს, არამედ ის დააზიანებს კანდიდატებს, რადგან ეს სისტემა თაღლითობის რისკებს შეიცავს“, – განაცხდა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მანამდე, დონალდ ტრამპმა უარი თქვა, ეპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე, ცნობას თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს მარცხის შემთხვევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S