Accentnews.ge
საელჩო საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საელჩო საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

24/09/2020 17:16:10 საზოგადოება

ისრაელში საქართველოს საელჩო საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს აღნიშნავს, რომ 25 სექტემბრის 14:00 საათიდან ისრაელი საყოველთაო კარანტინის რეჟიმზე გადადის.

რეგულაციები 11 ოქტომბრამდე რჩება ძალაში.

„ეკონომიკური საქმიანობა სრულად შეიზღუდება, გამონაკლისს წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ორგანიზაციები, როგორიც არის: საფინანსო და ენერგეტიკული სექტორი, სოციალური მომსახურეობა, წარმოება და პროდუქტების მიწოდება, კავშირგაბმულობა, მედიცინა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და პორტი, დასუფთავების სამსახური.

„იომ ქიფურის“ დღესასწაულის პერიოდში 27-28 სექტემბერს მზის ჩასვლამდე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ამავე პერიოდში დაიხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, მათ შორის-აფთიაქები.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება ადრე დამტკიცებული შეზღუდვები“,- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S