ცხინვალის რეგიონში რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის შემდეგ კოვიდ-ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა
24/09/2020 15:06:14 საზოგადოება
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის შემდეგ კოვიდ-ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
შეუძლოდ მყოფი მამაკაცი მაღალი სიცხით ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში წინაგარიდან გადაიყვანეს. კლინიკაში მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა, ტესტირებამ კი კოვიდ-ინფიცირებაც დაადასტურა.
პაციენტმა უამბო ექიმებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდა, სადაც სულ ერთი დღე დაჰყო.
მედიკოსების განცხადებით, ამჟამად მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შესაბამისი დე ფაქტო უწყებები მისი საკონტაქტო წრის დადგენას ცდილობენ.


