ნავალნის საბანკო ანგარიშები და ბინა დააყადაღეს
24/09/2020 15:00:53 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები და ბინა დააყადაღეს,– იუწყება ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.
იარმიშვის თანახმად, მომხდარი ერთ-ერთი კომპანიის საჩივარს უკავშირდება, რომლის საქმიანობასაც რუსი ოპოზიციონერის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი იძიებდა. ნავალნის სასამართლოში კომპანია „მოსკოვის მოსწავლის“ ხელმძღვანელობამ უჩივლა, რომელიც რუსეთის დედაქალაქის სკოლებში მოწამვლის ფაქტების საქმეში ფიგურირებს.
ირკვევა, რომ სასამართლომ ნავალნის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება რუსი ოპოზიციონერის მოწამლვიდან ერთ კვირაში, 27 აგვიტოს მიიღო. მანამდე სასამართლომ დააყადაღა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ანგარიშებიც, რის გამოც ორგანიზაციას ხელახლა მოუწია რეგისტრაცია.
ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს გახდა შეუძლოდ. ის ჯერ ომსკის და შემდეგ ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელი ექიმების დასკვნით, რუსი ოპოზციონერი ნერვულ აგენტ „ნოვიჩოკით“ მოწამალეს. ნავალნი 32 დღე კომაში იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. 23 სექტემბერს ნავალნი ბერლინის კლინიკის სტაციონარიდან გაწერეს. ის რუსეთში გეგმავს დაბრუნებას.


