დევი ჭანკოტაძე განმარტავს, რატომ არ წარადგინა ის ენმ–მ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად

24-09-2020 18:33:32 პოლიტიკა

გადამდგარი გენერალი დევი ჭანკოტაძე განმარტავს, რატომ არ წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, როგორც ამის შესახებ 23 სექტემბრამდე იყო მოლოდინი.

„მოდიოდა ზარები – ჩვენი მებრძოლები, ვეტერანები... ყველას უნდოდა შეხვედრა. ფიზიკურად ვერ ვეტეოდი დროში. გადავწყვიტე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მომეხსნა ჩემი კანდიდატურა და გადავერთე რეგიონებზე. ხვალ ქალბატონ ნანუკასთან ერთად მივდივარ, ჩემი ყოფილი ოლქიდან ვიწყებ მუშაობას და შემდეგ გადავერთვები – ყველა მაჟორიტარულ ოქში ჩავალ“,– განაცხადა ჭანკოტაძემ.

მისივე თქმით, პარტია გადაწყვეტს, პროპორციულ სიაში რომელი ნომერი იქნება.

ცნობისთვის: "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ძალა ერთობაშიამ" ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები