პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

24-09-2020 16:59:09 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კანდიდატურა ნობელიის მშვიდობის 2021 წლის პრემიაზეა წარდგენილი, - იუწყება რუსული მედია.

როგორც ირკვევა, ნორვეგიის ნობელის კომიტეტს ჯერ კიდევ 9 სექტემბერს შესაბამისი წერილობითი ინიციატივით გაზეთ "პრეზიდენტის" მთავარმა რედაქტორმა, განათლების სრულიად რუსეთის ფონდის პრეზიდენტმა, მსოფლიოს ხალხების სულიერი ერთობის საერთაშორისო აკადემიის წევრმა სერგეი კომკოვმა მიმართა, რომელიც თავს მწერლად და ფილოსოფოსად პოზიციონირებს.

აღსანიშნავია, რომ კომკოვი პუტინს ნობელის პრემიაზე პირველად არ წარადგენს. მან ეს 2017 წელს – ყირიმის ანექსიის შემდეგაც გააკეთა.

ამჯერად ამ გადაწყვეტილების მოტივები კომკოვმა იმით ახსნა, რომ "რუსეთი ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას პანდემიის ოერიოდში", ასევე იმით, რომ პუტინის ინიციატივით რუსეთის კონსტიტუციაში ცნება "ღმერთი" გაჩნდა.

პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს ამ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს. “თუ დაამტკიცებენ – ხომ კარგი, თუ არა – არაუშავს” – აღნიშნა მან პუტინის პრემირების პერსპექტივებზე საუბრისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები