თბილისში, იუსტიციის სახლთან ტესტირებისას 538 ადამიანიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა

24-09-2020 14:19:58 საზოგადოება

თბილისში, იუსტიციის სახლთან ტესტირებისას 538 ადამიანიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლთან მოწყობილ დროებით ტესტირების პუნქტში სამ დღეში კორონავირუსზე ტესტი 754 ადამიანს გაუკეთდა, მათგან ამ ეტაპზე 538 მოქალაქის ტესტის პასუხია ცნობილი.

გამყრელიძის ცნობით, ტესტირება ახლაც გრძელდება და დღეს დასრულდება. იგი მოუწოდებს მოსახლეობას, ვისაც ტესტის გაკეთება უნდა, იუსტიციის სახლთან 8 საათამდე მივიდეს. ტესტირება უფასოა.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები