"ამ მომენტისთვის აჭარაში 80 საწოლია თავისუფალი"

24-09-2020 14:16:55 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ მომენტისთვის აჭარაში კოვიდპაციენტებისთვის 80 საწოლია თავისუფალი.

"ქვეყანაში ამ დროისთვის მობილიზებულია 3 100 საწოლი. აქედან აჭარაშია 620 თუ 630 საწოლი. ამ ეტაპზე, ახლა როდესაც ვსაუბრობთ, აჭარაში 80 საწოლი თავისუფალია", - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დაფიქსირდა.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები