ბათუმში ბინაზე უკვე 200-მდე კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს

24-09-2020 14:11:35 საზოგადოება

ბათუმში ბინაზე უკვე 200-მდე კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ესენი არიან მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები. ამასთან, 690 პაციენტი ე.წ. კოვიდ სასტუმროებშია, სადაც ასევე ძირითადად უსიმპტომო და მსუბუქ შემთხვევებს ვმართავთ. ვისაც არ შეუძლია ბინაში თვითიზოლირება, მას სახელმწიფო აძლევს ალტერნატივას, რომ იყვნენ საკარანტინო პირობებში ექიმების დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები