"ბოლო 48 საათში საქართველოში კორონავირუსით 5 პაციენტი დაიღუპა"
24/09/2020 10:04:21 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 48 საათში საქართველოში კორონავირუსით 5 პაციენტი დაიღუპა.
"დღეს დილით ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა", - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.


