საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა
24/09/2020 09:58:58 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.


