Accentnews.ge
შეზღუდვები, რომელიც დღეიდან აჭარაში ამოქმედდება

შეზღუდვები, რომელიც დღეიდან აჭარაში ამოქმედდება

24/09/2020 09:49:05 საზოგადოება

დღეიდან აჭარაში შემდეგი შეზღუდვები ამოქმედდება:

  • 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება;
  • 22:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება მთლიანად შეჩერდება;

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დაფიქსირდა.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S