მედია – ფხენიანის სამხედროებმა სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსანი გაიტაცეს და დაწვეს

24-09-2020 10:54:25 მსოფლიო

ფხენიანის სამხედროებმა სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსანი გაიტაცეს და დაწვეს, – იუწყება BBC სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"ჩვენი ერთ–ერთი მაღალჩინოსანი საზღვართან ახლოს საპატრულო გემზე იმყოფებოდა. იგი გაუჩინარდა და მოგვიანებით, მისი სხეულის ნაწილები ჩრდილოეთ კორეის წყლებში აღმოჩნდა. ჩვენი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ფხენიანის სამხედროებმა იგი ჩაცხრილეს, შემდეგ ბენზინი გადაასხეს და დაწევს", – აცხადებენ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეას ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები