Accentnews.ge
"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ–ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა"

"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ–ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა"

23/09/2020 15:30:22 საზოგადოება

"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ–ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 9. საწოლფონდი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ პაციენტების მატების შემთხვევაში, საწოლფონდი იყოს საკმარისი. რისკების დათვლით, ხარისხის დათვლით დროულად უნდა მოხდეს პაციენტების დიფერენცირება სასტუმრო-ჰოსპიტლებში გადაყვანაზე და კლინიკაში გადაყვანაზე, იქაც ისეთი მართვა უნდა განვახორციელოთ, რომ რისკები გავითვალისწინოთ, ხარისხი არ დავაგდოთ და პაციენტების დაყოვნება შევამციროთ“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია მეორე დღეა, ბათუმის რესპუბლიკურ საავამყოფოში ვითარებას ადგილზე ეცნობა. 23 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 165 - აჭარაში.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 140-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1 643 ადამიანი, ხოლო 25 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 975 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 783 000–ზე მეტი ადამიანი, 23 401 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S