საქართველოში ბინაზე უკვე 100-მდე კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს
23/09/2020 15:12:43 საზოგადოება
საქართველოში ბინაზე უკვე 100-მდე კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„მთავარი აქცენტი გადატანილია კლინიკების მართვაზე, მსუბუქი სიმპტომების პაციენტები კი ძირითადად მოთავსდებიან კოვიდ–სასტუმროებში. პარალელურად აჭარიდან დაიწყო ბინაზე მკურნალობის პროცესი და ამჟამად, რეგიონში 100-მდე კოვიდ–ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე“, – აღნიშნა გაბუნიამ.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 140-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1 643 ადამიანი, ხოლო 25 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 975 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 783 000–ზე მეტი ადამიანი, 23 401 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


