გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარანტინში გადაიყვანეს

23-09-2020 17:47:35 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო უწყება ავრცელებს.

აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდა, რაც მინისტრის დაცვის ერთ–ერთ წევრს Covid-19 დაუდასტურდა.

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 769-ით გაიზარდა და დღეისათვის უკვე 275 927 -ს შეადგენს.

მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გარდაცვლილია 9 409 ინფიცირებული.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 975 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 783 000–ზე მეტი ადამიანი, 23 401 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 140-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1 643 ადამიანი, ხოლო 25 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები