Accentnews.ge
ჯანმო – გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანმო – გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

23/09/2020 11:00:29 მსოფლიო

13–დან 21 სექტემბრამდე პერიოდში მსოფლიოში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში დაავადების 2 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ორგანიზაციის ცნობით, კვირიდან კვირამდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 6%–ით გაიზარდა.

რაც შეეხება, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 13–დან 21 სექტემბრამდე პერიოდში შემცირებულია. საანგარიშო პერიოდში დაავადებით დაახლოებით, 37 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 6–დან 13 სექტემბრამდე პერიოდის მაჩვენებელზე 10%–ით ნაკლებია.

რაც შეეხება ევროპას, აქ 13–დან 21 სექტემბრამდე პერიოდში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 27%–მდე გაიზარდა (საანგარიშო პერიოდში დაავადებამ 4000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა).

მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ–შია გარდაცვლილი და ინფიცირებული.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 975 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 783 000–ზე მეტი ადამიანი, 23 401 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 140-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1 643 ადამიანი, ხოლო 25 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S