Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში

23/09/2020 10:22:45 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19 227 ადამიანს დაუდგინდა, სომხეთში – 210–ს, ხოლო აზერბაიჯანში – 98–ს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 140-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1 643 ადამიანი, ხოლო 25 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 975 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 783 000–ზე მეტი ადამიანი, 23 401 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S