თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა 60%–ით შემცირდება
23/09/2020 09:32:57 საზოგადოება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა 3 000-დან 1 200-მდე შემცირდება, ხოლო მარშრუტები თბილისის რელიეფის გამომდინარე დაინიშნება.
"თბილისში 3000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა პირველი წლების განმავლობაში, თუმცა მიკროავტობუსების რაოდენობა 1 200-მდე შემცირდება. ჩვენ საავტობუსე და მარშუტების ქსელის მოდერნიზებას ვაკეთებთ. ძირითად უბნებში ივლის 12-მეტრიანი, 8-მეტრიანი, 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო თბილისის რელიეფიდან, ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე ივლის მიკროავტობუსებიც", - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომამდე.
ამასთან, 23 სექტემბერს კალაძემ აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან თბილისში ეტაპობრივად Ford-ის მარკის 300 მიკროავტობუსი შემოვა.


