ენმ–ში ამბობენ, რომ პარტიის სახელით ყალბი დავალებები გაიცა

23-09-2020 13:22:12 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას ცნობით, 22 სექტემბერს პარტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს - ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანში ყალბი იდენტობის მქონე პიროვნება დაუკავშირდა, რომელიც მათ შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. კერძოდ, იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს.

„ამბობდა, რომ ჰქვია გიორგი ნოზაძე და იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარის მითითებებით.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება არის ყალბი იდენტობის, რომელიც სუს-ის დაკვეთით, საარჩევნო პროცესების საბოტაჟირების მიზნით შეიქმნა“,– განაცხადა პოლიტიკოსმა და საგამოძიებო უწყებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ამასთან, ენმ განცხადების შეტანას პროკურატურაში გეგმავს.

ბოყუჩავა ამბობს, რომ ნომერი, საიდანაც ზარი განხორციელდა, ვინმე ალუდა ჯანხოთელის სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სიაში არ იძებნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები