Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

23/09/2020 06:45:26 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 227 პირს დაუდასტურდა, 69 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 643 პირი განიკურნა, 24 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 227 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5255 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 563 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

განახლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კუთხით კვლავ აჭარის რეგიონი მკურნალობს, თუმცა ინფიცირების ფაქტები სხვა რეგიონებშიც დაფიქსირდა. კერძოდ, საქართველოს რეგიონების მიხედვით COVID-19 შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარაში – 165

თბილისში– 34

რუსთავში – 4

იმერეთში – 14 (2–თერჯოლაში და 12 ქუთაისში)

გურიაში – 4 (1 ლანჩხუთი და 3 ოზურგეთი)

დუშეთში – 1

ზუგდიდში– 2

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S