Accentnews.ge
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი ნიუ-ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი ნიუ-ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

23/09/2020 05:59:24 მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თვითმფრინავი აშშ-ის ნიუ-ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

როგორც მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

არსებული ცნობებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ვაშინგტონში სხვა თვითმფრინავით დაბრუნდა.

პენსი გილფორდში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S