Accentnews.ge
აჭარის ტელევიზიის ოპერატორს COVID-19 დაუდასტურდა - რა გეგმა აქვს არხს

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს COVID-19 დაუდასტურდა - რა გეგმა აქვს არხს

22/09/2020 17:51:14 საზოგადოება

აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზია მაუწყებლობას არ წყვეტს, თუმცა ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში გადავლენ, შემხებლობაში მყოფ პირებს კი PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

5 სექტემბერს კორონავირუსი აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. მაშინ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხების შემდეგ კი მაუწყებლობა განაახლა. მანამდე კორონავირუსი "TV პირველისა" და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს დაუდასტურდათ, ტესტირების შემდეგ ვირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდათ აღნიშნული ტელევიზიის სხვა თანამშრომლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S