Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

22/09/2020 12:01:43 საზოგადოება

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით მე–3 პაციენტი გარდაიცვალა, ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მე–3 გარდაცვლილი პაციენტი საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.

"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.

"აქცენტის" ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

რაც შეეხება COVID-19-ით გარდაცვლილ კიდევ 2 პაციენტს, ერთ–ერთი იყო 80 წლის ქალი ბათუმიდან, მეორე კი – 72 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19–ს ჯამში 23 პაციენტი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაცენტი, სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი, 60 წლის ლუდმილა ანუა გარდაიცვალა.

21 სექტემბრის მდგომარეობით, ანუასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთიდან სამი პაციენტი იყო გადმოყვანილი. თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S