Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა ნაწილს უკვე ბინაზე მკურნალობენ

საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა ნაწილს უკვე ბინაზე მკურნალობენ

22/09/2020 11:38:36 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა ნაწილს უკვე ბინაზე მკურნალობენ.

"აჭარაში უკვე მოხდა ისე, რომ პაციენტების ნაწილი არის ბინაზე და მათ ოჯახის ექიმი მეთვალყურეობას ბინაზე უწევს. ეს მოდელი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და ჩვენც ეტაპობრივად ვამუშავებთ იმ დეტალებს, რაც საშუალებას მოგვცემს ბინაზე მართვის მოდელი იყოს უსაფრთხო, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობები და თვითიზოლაციის შესაძლებლობა, რადგან არ დადგეს ოჯახის წევრებს შორის ინფექციის გავრცელების რისკი", – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ად დროისთვის კოვიდ–კლინიკებში 1500 –მდე პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 563 ადამიანი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3913-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, ხოლო 22 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S