9 თვეში კორონავირუსმა იმის ნახევარი ამერიკელი იმსხვერპლა, რამდენიც მეორე მსოფლიო ომმა
22/09/2020 05:59:38 მსოფლიო
9 თვეში ახალმა კორონავირუსმა იმის ნახევარი ამერიკელი იმსხვერპლა, რამდენიც მეორე მსოფლიო ომმა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში იანვრიდან დღემდე COVID-19–ით 204 506 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მსოფლიო ომმა, რომელიც 1941 წელს დაიწყო და 1945 წელს დასრულდა, 405 399 ამერიკელი შეიწირა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 969 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 485 000–ზე მეტი ადამიანი, 23 114 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3695-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, ხოლო 20 გარდაიცვალა.


