Accentnews.ge
თურქეთი სომხეთს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“

თურქეთი სომხეთს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“

22/09/2020 05:23:47 მსოფლიო

თურქეთი სომხეთს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. განცხადებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობა, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ ხალხს მიუსამძიმრა, სომხეთს კი მოუწოდა, „გონს მოეგოს და აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს“.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის თოვუზის მიმართულებით მოწყობილი „მორიგი პროვოკაციის შედეგად“ დაიღუპა უმცროსი სერჟანტი ელშან მამედოვი.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S