ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
21/09/2020 15:22:23 საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში
ე.წ. ოპერატიულ შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 173 მოქალაქეს ჩაუტარდა.
უკანასკნელი მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 955-ს შეადგენს, აქედან 285 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 მოქალაქე გარდაიცვალა.


