Accentnews.ge
პარიზიდან და საფრანგეთის რიგი რეგიონებიდან იტალიაში ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულო იქნება

პარიზიდან და საფრანგეთის რიგი რეგიონებიდან იტალიაში ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულო იქნება

21/09/2020 13:51:51 მსოფლიო

პარიზიდან და საფრანგეთის რიგი რეგიონებიდან იტალიაში ჩასული მგზავრებისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა.

"​ევროპული მონაცემები შემაშფოთებელია. იტალიაში ჯერ–ჯერობით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ", – განაცხადა სპერანზამ .

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან შევა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ევროპაში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული ამ დროისთვის ესპანეთს ჰყავს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, საფრანგეთში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 8 000–დან 13 000–მდე მერყევობს. რაც შეეხება იტალიას, პანდემიის პირველ ეტაპზე ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანი კორონავირუსით ამ ქვეყანაში დაიღუპა.

უკანასკნელი მონაცემებით, იტალიაში დადასტურებულია კორორნავირუსის 298 000 შემთხვევა, დაავადებამ 35 700 ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 965 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 243 000–ზე მეტი ადამიანი, 22 836 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3695-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, ხოლო 20 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S