Accentnews.ge
ორი სახეობის ვიტამინი, რომელის მიღებასაც ფაუჩი მოსახლეობას იმუნიტეტის ასამაღლებლად ურჩევს

ორი სახეობის ვიტამინი, რომელის მიღებასაც ფაუჩი მოსახლეობას იმუნიტეტის ასამაღლებლად ურჩევს

21/09/2020 12:01:56 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას ურჩევს იმუნიტეტის ასამაღლებლად ვიტამინი C და ვიტამინი D მიიღოს.

"თუ ადამიანს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს, ეს ინფექციისადმი მის მგრძნობელობაზე გავლენას ახდენს. რაც შეეხება C ვიტამინს, ის კარგი ანტიოქსიდანტია, ასე რომ, თუ ადამიანები მიიღებენ ამ ვიტამინეებს, ეს მათი ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება", – განაცხადა ფაუჩიმ.

ჟურნალ "American Medical Association"–ში გამოქვეყნებული უკანასკნელი კვლევის შედეგების თანახმად, D ვიტამინი არა მარტო ამცირებს ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკს, არამედ მისი მიღება უკვე ინფიცირებული პაციენტებისთვისაც სასარგებლოა. მაგალითად, ჟურნალ "Steroid Biochemistry and Molecular Biology"–ში გამოქვეყნებული კველევის შედეგების მიხედვით, კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ D ვიტამინის დიდი დოზით, ძალიან იშვიათ შემთხვევაში გაურთულდათ დაავადება იმ დონეზე, რომ მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდათ.

სადღეისოდ კორონავირუსსა და D ვიტამინს შორის პირდაპირი კავშირის შესახებ უფრო მეტი კვლევაა ჩატარებული, ვიდრე COVID–19–ისა და C ვიტამინის შორის კავშირის შესახებ, თუმცა როგორც აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებში (NIH) აცხადებენ, "C ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური ფუნქციონირების პროცესში".

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 965 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 243 000–ზე მეტი ადამიანი, 22 836 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3695-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, ხოლო 20 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S