მინისტრის მიერ აღმოფხვრილად შეფასებული პრობლემა კვლავ აქტუალურია
21/09/2020 11:52:41 საზოგადოება
მიუხედავად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის 13 სექტემბრის განცხადებისა, რომ აჭარაში „ტესტირებასთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია“, საკითხი კვლავ აქტუალურია. კერძოდ, ბათუმის რესპუბლიური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ დაადასტურა, რომ პაციენტებს ლაბორატორიული კვლევის შედეგებისთვის ლოდინი რამდენიმე დღეც სჭირდებათ, რაც მედპერსონალის მდგომარეობასაც ართულებს.
„ადრე რამდენიმე საათში მოდიოდა პასუხი [ტესტირების]. ალბათ, პაციენტების რაოდენობა არ იყო იმდენი და ლუგარის ლაბორატორია აუდიოდა ტესტების მიღებას. მას შემდეგ, რაც თითქმის საყოველთაო „გარტესტვა“ გამოცხადდა, ტესტების რაოდენობამ ძალიან მოიმატა და ტესტების პასუხების მიღებაში შეფერხება გვაქვს: პასუხს შესაძლოა, რამდენიმე დღე დააგვიანდეს. ლაბორატორიის სიმძლავრე რომ გაიზაროს, კარგი იქნება. პასუხი რომ დროულად მოვიდეს, ჩვენვისაც უკეთესია – ცხელებაში ნაკლებად დავაყოვნებთ პაციენტს“,– განაცხადა „ტვ პირველთან“ კიკაბიძემ.
ცნობისთვის: 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 534 პირი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- აჭარა – 92
- იმერეთი – 53
- თბილისი – 31
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 8
- მცხეთა–მთიანეთი – 1
- გურია – 7
- რაჭა–ლეჩხუმი – 1


