COVID-19-ზე ტესტირებისთვის კარვები შესაძლოა, თბილისშიც განთავსდეს
21/09/2020 11:35:09 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირებისთვის საველე კარვები შესაძლოა, თბილისშიც განთავსდეს.
"ჩვენთან და სამინისტროს ვებ-გვერდზეა ამბულატორიული კლინიკების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ უფასოდ გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტები. კარავიც შეიძლება, ჩავდგათ", - განუცხადა „ფორმულას“ იმნაძემ.
ცნობისთვის: 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 534 პირი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- აჭარა – 92
- იმერეთი – 53
- თბილისი – 31
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 8
- მცხეთა–მთიანეთი – 1
- გურია – 7
- რაჭა–ლეჩხუმი – 1


