შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
21/09/2020 10:38:48 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც თავად შსს იუწყება, თანამშრომლებს Covid-19 ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. რაც შეეხება მათ სამუშაო ადგილებს, სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირების 10 შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში, 2 – თბილისში, 1 – სამეგრელოში.
- 2 შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში;
- 3 – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში;
- 1 – ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც;
- 1 – აჭარის პოლიციის დეპარტამენტში;
- 1 – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში;
- 2 – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში;
- 1 – შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში;
- 1 – თბილისში, დაცვის პოლიციის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოში
- 1 – სამეგრელოში, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოში.
სამინისტროს ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და ჩაუტარდათ ტესტები. ასევე, დეიზნფექცია ჩაუტარდა იმ შენობებს, სადაც დაინფიცირებულები სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ 13-ვე თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია.


