ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
21/09/2020 08:30:30 საზოგადოება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულებს შორის მოსამართლეები არ არიან.
სასამართლო ამ დროისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3695-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, ხოლო 20 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 965 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 243 000–ზე მეტი ადამიანი, 22 836 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.


