სადღეისოდ საქართველოში COVID-19–ის 2133 აქტიური შემთხვევაა, მათგან 16 პაციენტი კრიტიკულია, 80–ზე მეტი – მძიმე
21/09/2020 07:14:16 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ–ცენტრებსა და საიზოლაციო სამკურნალო მეთვალყურეობის საკარანტინო სივრცის სასტუმროში 2133 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
"კოვიდ–ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმედ არის 16 პაციენტი, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 80-ზე მეტია", – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3695-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, ხოლო 20 გარდაიცვალა.


