როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით
21/09/2020 07:07:28 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან უმეტესი ნაწილი აჭარაში გამოვლინდა, თუმცა ახალი ტიპის ვირუსის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც.
რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- აჭარა – 92
- იმერეთი – 53
- თბილისი – 31
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 8
- მცხეთა–მთიანეთი – 1
- გურია – 7
- რაჭა–ლეჩხუმი – 1
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3695-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, ხოლო 20 გარდაიცვალა.


