ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე–20 პაციენტი
21/09/2020 07:05:51 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე–20 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი კოვიდ–ინფიცირებულია.
"ეს პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი. მასთან ერთად გადმოყვანილი იქნა კიდევ სამი, ანუ აფხაზეთიდან გახლდათ 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტები. სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს", – განაცხადა ეზუგბაიამ.
გარდაცვლილი ქუთაისის ერთ–ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
მისივე თქმით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 0,52%–ია.


