საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
21/09/2020 06:50:50 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების რიგით მე-20 შემთხვევაა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


