საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3700–ს მიუახლოვდა
21/09/2020 06:45:51 საზოგადოება
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3700–ს მიუახლოვდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


