Accentnews.ge
ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე 230-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციებზე 230-მდე ადამიანი დააკავეს

21/09/2020 06:14:42 მსოფლიო

43-ე დღეა, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით გრძელდება.

20 სექტემბერს მრავალათასიანი მსვლელობები მისნკში, გროდნოში, გომელში, ბრესტსა და მოგილევში გაიმართა. სამართალდამცველებმა 230-მდე აქციის მონაწილე დააკავეს. მედიის ცნობით, დაპატიმრებულებს შორის ჟურნალისტები და უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.

ბრესტში სპეცდანიშნულების ძალებმა მომიტინგეების დაშლა ცრემლმდენი გაზის გამოყენებით სცადეს. ბევრი დემონსტრანტი არ ემორჩილებოდა მათ, რასაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან ჰაერში გასროლა, რის შემდეგად ხალხი გაიფანტა.

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S