Accentnews.ge
დღეს ღვთისმშობლობაა

დღეს ღვთისმშობლობაა

21/09/2020 05:08:32 საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. წირვა აღევლინება ასევე მახათას მთაზე მდებარე ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს ელოდებიან.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან იშვა, ქალაქ ნაზარეთში. იოაკიმე და ანნა 50 წელი ცოლ-ქმარნი იყვნენ დაშვილი არ ჰყავდათ. უშვილობა იმ დროს უდიდეს სასჯელად და შეურაცხყოფად ითვლებოდა. ლოცვისა და მარხვის შენახვის შემდეგ, შვილის დაბადების შესახებ მათ ანგელოზის მიერ ეუწყათ. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში დადგინდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S