Accentnews.ge
"კრიტიკული 13 პაციენტიდან ხუთი ინტუბირებულია, მათგან ოთხი კი აფხაზეთიდან გადმოყვანილია"

"კრიტიკული 13 პაციენტიდან ხუთი ინტუბირებულია, მათგან ოთხი კი აფხაზეთიდან გადმოყვანილია"

18/09/2020 13:27:36 საზოგადოება

სიმძიმის მიხედვით თუ შევაფასებთ, მთლიანობაში, კოვიდ-დადებითები, ვინც დღეს მკურნალობას გადის საავადმყოფოებსა თუ საკარანტინო სივრეცებში, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა საერთო ინფიცირებულთა დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს.

„უსიმპტომო პაციენტები ძირითადად გადადიან საკარანტინო სივრცეებში და სწორედ იქ იმართებიან. ასევე, გვყავს კრიტიკული 13 პაციენტი, საიდანაც ხუთი ინტუბირებულია, ანუ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მათგან ოთხი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ავადმყოფი. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ჩვენს აფხაზეთის რეგიონს და თუ იქ მძიმე შემთხვევები ფიქსირდება, ისინი სწრაფად გადმოგვყავს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქ ეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ასეთია დღეს ოთხი ავადმყოფი, რომელიც ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. კიდევ რვა პაციენტი ასევე კრიტიკულია, თუმცა ისინი გახლავთ ჟანგბადდამოკიდებული. ზოგადად მძიმეა 70-მდე ადამიანი, დანარჩენი კი, მსუბუქი, საშუალო და უსიმპტომო პაციენტები არიან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S