Accentnews.ge
"El Pais": ჩინელმა ჰაკერებმა ესპანური კოვიდ-ვაქცინის შესახებ მონაცემები  მოიპარეს

"El Pais": ჩინელმა ჰაკერებმა ესპანური კოვიდ-ვაქცინის შესახებ მონაცემები მოიპარეს

18/09/2020 13:00:06 მსოფლიო

ჩინელმა ჰაკერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე ესპანური ცენტრებიდან ინფორმაცია მოიპარეს, - წერს ადგილობრივი გამოცემა "El Pais".

კონკრეტულად რა მონაცემებია მოპარული – გამოცემა არ აზუსტებს.

პეკინმა ბრალდებას “მონაგონი” უწოდა.

ცნობისთვის: ესპანეთში სადღეისოდ ვაქცინის ათობით პროექტი არსებობს. თუმცა ადამიანებზე გამოცდა ამ დრომდე არ ჩატარებულა.

კოვიდ-პანდემიის დაწყების დროიდან მსოფლიოს მასშტაბით უკვე 30 მილიონზე მეტი ინფიცირებულია აღრიცხული, გარდაიცვალა 950 ათასზე მეტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სადღეისოდ მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის 200-მდე პროექტი არსებობს და მათგან 30-ს ამჟამად ადამიანებზე ცდიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S