Accentnews.ge
კირკოროვი და რუსეთში მოღვაწე სხვა პოპ-შემსრულებლები ლუკაშენკოს მხარდამჭერ კლიპში გადაიღეს

კირკოროვი და რუსეთში მოღვაწე სხვა პოპ-შემსრულებლები ლუკაშენკოს მხარდამჭერ კლიპში გადაიღეს

18/09/2020 12:41:41 მსოფლიო

რუსი და ბელორუსი პოპ-შემსრულებლების ჯგუფმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს მხარდამჭერი სიმღერა და კლიპი შექმნა.

კლიპში სხვებთან ერთად, გადაღებულები არიან რუსული ესტრადის ვარსკვლავები ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი, ალექსანდრე ბუინოვი, ანიტა ცოი და სხვები.

ვიდეორგოლი ბელორუსულ ჯგუფ "აურას" იუთუბ-არხზეა გამოქვეყნებული. კომენტირების ფუნქცია გათიშულია, ისევე, როგორც "ლაიქებისა" და "დისლაიქების" მთვლელი.

აღსანიშნავია, რომ ბასკოვი და კირკოროვი სხვა რუს ვარსკვლავებთან ერთად წინასაარჩევნო პერიოდში ბელორუსში იყვნენ ჩასულები და ლუკაშენკოს მხარდამჭერ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარკჯებულად მოქმედი პრეზიდენტი ლუკაშენკო გამოცხადა. თუმცა ამ შედეგს არც ოპოზიცია სცნობს, არც მოსხლეობის დიდი ნაწილი, არც ევროსტრუქტურები. 9 აგვისტოს შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. პარალელურად გრძელდება რეპრესიები უკმაყოფილო მოქალაქეების მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S