„ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულები:"თუ პასუხი დადებითი არ გამოვა, გავშლით კარვებს, დავიწყებთ შიმშილობას"
18/09/2020 07:44:19 საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა თბილისის საკრებულოსთან ერთჯერადი დახმარებების მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს. .
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი იმ განცხადების პასუხს ელოდებიან, რომელიც თბილისის საკრებულოში მათი საქმის განხილვის მიზნით შეიტანეს.
"თუ პასუხი დადებითი არ გამოვა მაშინ იძულებულები ვართ გამოვიდეთ, მივმართოთ აქციებს, გავშალოთ კარვები და დავიწყოთ შიმშილობა. სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ არ გვინდოდა მიტინგები, ადვოკატი ავიყვანეთ, გვინდოდა დაზარალებულის კომპენსაცია აგვეღო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მივედით ბოლო სტადიამდე, ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ეს თანხა კანონიერად გვეკუთვნის", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ უკანდასახევი გზა აღარ აქვთ და ყველანაირი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები.


