Accentnews.ge
მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

18/09/2020 07:49:04 მსოფლიო

მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით დაადადებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააბიჯა. გარდაცვლილია თითქმის 945 ათასი ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 20 მილიონზე მეტი, - იუწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც პლანეტის მასშტაბით ინფიცირების სტატისტიკას რეალურ დროში აფიქსირებს.

ამასთან, მხოლოდ 14 სექტემბრიდან მსოფლიოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონით არის გაზრდილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო-მ) სექტემბერში უკვე რამდენჯერმე აღრიცხა ინფიცირებულთა რეკორდული დღიური ნამატები.

დაავადებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ რჩება. ქვეყანაში 6,6 მილიონზე მეტი ინფიცირებული ფიქსირდება, დაიღუპა 197 ათასი მოქალაქე. შემდეგ მოდიან ინდოეთი და ბრაზილია – შესაბამისად 5 და 4 მილიონი ინფიცირებულით.

რუსეთი მეოთხე ადგილზეა. ქვეყანაში 1 მილიონ 85 ათასი ინფიცირებულია აღრიცხული, გარდაცვლილია 19 ათასი პაციენტი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფექციამ ახალი ძალით დაიწყო გავრცელება ევროპაშიც. ჯანმო-ს განცხადებით, ევროპის ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა მარტის მაჩვენებლებს, როცა პანდემიის პიკი ფიქსირდებოდა. ავსტრიამ და ჩეხეთმა მეორე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს. მრავალი ქვეყანა საკარანტინო შემზღუდავი ღობისძიებების დაბრუნებაზე დაფიქრდა.

ისრაელში დღეიდან ძალაში შედის საერთო ეროვნული კარანტინი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების პერიოდის განმავლობაში იმოქმედებს. იკეტება სკოლები და სავაჭრო ცენტრები, დახურულ სივრცეებში 10 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა, სტუმრად სიარული ასევე აკრძალულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S